FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

article  7

სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები.
1. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას მართავს ახმეტის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფოს მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
3. ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვაში მონაწილეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო ორგანო − საბჭო, რომელსაც ქმნის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

article  7

4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების, მათ შორის, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის, თუშეთის საბჭეოს, თუშების სათემო საბჭოს, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები.
5. საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილებები, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვრება ამ კანონითა და საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. საბჭო შეიმუშავებს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და მათ წარუდგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას.
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ

article  7

7. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მაკონტროლებელი უწყებები.
8. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.
9. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და სხვა ობიექტების (მათ შორის, ტექნიკური საშუალებების) განთავსება და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება.