Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 2621 CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი. 1. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. |
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ article 2621 CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი. . 2. განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სახეობის ნიმუშის (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართულ ან/და სამეცნიერო სახელწოდებას), რაოდენობას და აღწერას; ბ) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროს და დროს; გ) ექსპორტიორის ან იმპორტიორის რეკვიზიტებს. 3. განცხადებას უნდა დაერთოს სახეობის ნიმუშის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 5. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 12 თვის განმავლობაში. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. |