Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 26 დროებითი ადმინისტრირების უფლება. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეთა ჩანაცვლება. 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ ვალდებულების არსებითი დარღვევის გარკვეულ შემთხვევებში ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საჯარო პარტნიორის ან კრედიტორის (კრედიტორების) მიერ დროებითი ადმინისტრირების უფლების გამოყენების შესაძლებლობას. საჯარო პარტნიორს ან კრედიტორს (კრედიტორებს) უფლება აქვს (აქვთ), დროებით თავად განახორციელოს (განახორციელონ) საჯარო ინფრასტრუქტურის ოპერირება ან/და საჯარო მომსახურების მიწოდება საჯარო ინტერესის დაცვის უზრუნველსაყოფად. დროებითი ადმინისტრირებისთვის გაწეული ხარჯი უნდა დაფაროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრულმა მხარემ. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით ან/და პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია საჯარო პარტნიორის ან/და კრედიტორის (კრედიტორების) მიერ კერძო პარტნიორის სხვა კერძო პარტნიორით ჩანაცვლება. 3. ახალი კერძო პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნას (მათი არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზედაც თავდაპირველ კერძო პარტნიორთან დაიდო საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება. |