FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

მედიაციის შესახებ

article  18

გარდამავალი  დებულებანი.
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიანი რეესტრის ფორმის დამტკიცება.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში იმ ქმედუნარიანი ფიზიკური პირის რეგისტრაცია, რომელიც არ არის ნასამართლევი, ფლობს არანაკლებ 40-საათიანი მედიაციის/მედიატორის ტრენინგის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს და რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ მცირე 1 სასამართლო მედიაცია აქვს წარმართული.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პირველი კრების ჩატარება, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მედიატორთა ასოციაციის წესდება და აირჩიოს ამ კანონითა და აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ორგანოები და თანამდებობის პირები. პირველი კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. პირველი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა ნახევარი მაინც. თუ პირველმა კრებამ ვერ მიიღო ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი კრების ჩატარების თარიღიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს მომდევნო კრების ჩატარება.