Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 14 სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე. 1. სადაზღვევო ორგანიზაცია, სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) განახორციელოს წინასწარ განსაზღვრული მოსარგებლის იდენტიფიკაცია; ბ) თუ მოსარგებლე წინასწარ განსაზღვრული არ არის, მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია სავარაუდო მოსარგებლეთა წრის შესახებ, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს, მოსარგებლის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე განახორციელოს. 2. თუ ფინანსური ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა მესამე პირისთვის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის მოთხოვნის უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობის შესახებ, მესამე პირის იდენტიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. 3. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ვერიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 14 4. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიება. |