Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 8 გემის მზარეულის მომზადება და დასაქმება. 1. გემი, რომელზედაც დასაქმებულია ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებული 10 ან 10-ზე მეტი მეზღვაური, ვალდებულია ჰყავდეს კვალიფიციური მზარეული. თუ გემზე დასაქმებულია ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებული 10-ზე ნაკლები მეზღვაური, ამ გემზე კვალიფიციური მზარეულის ყოფნა არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში კვების ორგანიზებაში მონაწილე ყველა პირს უნდა ჩაუტარდეს წვრთნა ან ინსტრუქტაჟი, რომელიც მოიცავს გემზე საკვებისა და პირადი ჰიგიენის და საკვების შენახვის საკითხებს. 2. მზარეული კვალიფიციურია, თუ: ა) ის არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ან არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) მას გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული საზღვაო საწვრთნელი კურსი, რომელიც მოიცავს პრაქტიკული მზარეულობის, საკვებისა და პირადი ჰიგიენის, საკვების შენახვის, მარაგების კონტროლის, გარემოს დაცვისა და სამზარეულოში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებს; დ) მას ჩაბარებული აქვს შესაბამისი გამოცდა. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 8 3. კვალიფიციურ მზარეულზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გასცეს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირი აკმაყოფილებს გემის მზარეულად მუშაობისთვის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 4. თუ გემის მზარეულმა სასწავლო კურსი გაიარა საქართველოს ფარგლების გარეთ, იმ ქვეყანაში, რომელსაც რატიფიცირებული აქვს კონვენცია ან „გემის მზარეულების სერტიფიცირების შესახებ“ 1946 წლის კონვენცია, სააგენტო უფლებამოსილია შეაფასოს ეს სასწავლო კურსი და მისი შინაარსი და, თუ დარწმუნდება, რომ სწავლება საქართველოში აღიარებული საწვრთნელი ცენტრის სწავლების შესაბამისია, აღიაროს იგი. 5. გემის მზარეულის საქართველოს ფარგლების გარეთ წვრთნისა და სერტიფიცირების აღიარების შემდეგ სააგენტო ამ მზარეულზე გასცემს სერტიფიკატს. ამ სერტიფიკატში აღნიშნული უნდა იყოს, რომ მზარეული ფლობს გემის მზარეულის მოწმობას, რომელიც აღიარებულია საქართველოს მიერ ქართულ გემზე სამუშაოდ. 6. გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებები, საკვები და საკვებით მომსახურების წესები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. |