Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 156 იძულების ღონისძიების გამოყენების შეზღუდვა. 1. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ მოსამსახურეს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან მოსამსახურის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის, წინააღმდეგობის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალების გამოუყენებლობა შეუძლებელს ხდის მოსამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას. |