Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 94 დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა. 1. საბაჟო ორგანომ პირს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს საბაჟო დეკლარაციის, მათ შორის, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის, დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის ავტორიზაცია, თუ ეს პირი უზრუნველყოფს საბაჟო ორგანოსთვის ამ მონაცემების ხელმისაწვდომობას. 2. საბაჟო დეკლარაცია რეგისტრირებულად მიიჩნევა დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან. 3. საბაჟო ორგანომ პირის განცხადების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება. ამ შემთხვევაში საქონელი გაშვებულად მიიჩნევა დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) დეკლარანტი არის საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი; ბ) საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება განპირობებულია საქონლის სახეობითა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის სიხშირით; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 94 გ) საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომია ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია საჭიროების შემთხვევაში საქონლის შემოწმებისას საბაჟო ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებისთვის; დ) დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტში საქონელი აღარ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ავტორიზაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. განსაკუთრებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს საქონლის მისთვის წარდგენა. 5. პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც დაიშვება საქონლის გაშვება, დადგენილი უნდა იყოს ავტორიზაციით. 6. საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის ავტორიზაციის გაცემის პირობები და დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |