FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

article  6

მოსაკრებლის გადახდის და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი.
1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა:
    ა) ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის − ტყის მერქნული რესურსების ბუნებიდან ამოღების (მოჭრის) მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არაუგვიანეს მათი ტყიდან ტრანსპორტირებისა, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
    ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყის მერქნული რესურსების პირადი მოხმარებისათვის, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – წინასწარ, ტყის მერქნული რესურსების ბუნებიდან ამოღებამდე (მოჭრამდე);
    გ) სპეციალური სარგებლობის ჭრის შედეგად ამოღებული ტყის მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის – ტყის მერქნული რესურსების შემძენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე;
    დ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობებით სარგებლობისათვის − წინასწარ, ლიცენზიის მიღებამდე;
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

article  6

დ-1) იურიდიული პირის მიერ ტყის არამერქნული რესურსებით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით (გარდა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობებისა) სარგებლობისათვის − არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 1 მარტისა, ფაქტობრივად მოპოვებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მიხედვით;
    ე) სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლით სარგებლობისათვის – შესაბამისი წლის 1 დეკემბრამდე;
    ვ) გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის – წინასწარ, ნადირობის დაწყებამდე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით ;
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

article  6

ზ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

article  6

თ) (ამოღებულია – 05.07.2011, №5033);
    ი) (ამოღებულია – 05.07.2011, №5033);
    კ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსებით სარგებლობისათვის – არა უგვიანეს ყოველი წლის 15 ივლისისა, თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად მოსაპოვებელი თევზის რესურსის სრული ოდენობით;
    ლ) ცხოველთა სამყაროს ობიექტით სარგებლობისათვის − ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის მიღების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, მაგრამ არა უგვიანეს ცხოველთა სამყაროს ობიექტის მოპოვებისა (ბუნებრივი გარემოდან ამოღებისა).
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

article  6

1 -1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაში ლიცენზიის გარეშე მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის პროპორციულად, ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 3 თვეში ერთხელ, მაგრამ არაუგვიანეს მე-3 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთანავე, თუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა ან თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრულს, მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

article  6

2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „დ-1 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებისათვის გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში წარუდგენს საგადასახადო ორგანოს. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს, არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ მას გაანგარიშება წარდგენილი აქვს და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იცვლება შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ობიექტის რაოდენობა. ​საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2318 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.