Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ article 7 შეღავათები. 1. მოსაკრებლებისაგან თავისუფლდება მეტროპოლიტენის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების, ინფრასტრუქტურული და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისას მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა). 2. მოსაკრებელი უმცირდებათ 70 %-ით: ა) იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც ეწევიან ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო საქ-მიანობას; ბ) აღდგენილი (კვლავწარმოებული) რესურსების მოცულობის (რაოდენობის) ფარგლებში იმ ბუნებათმოსარგებლეებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით ახორციელებენ ბუნებრივი რესურსების აღდგენა-კვლავწარმოებას. 3. პირი, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ ჭრას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იხდის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის 60%-ის ოდენობით. 4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური ჭრის შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფისას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კატეგორიის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით. |