FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  65

დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა.
1. სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელისათვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ.
2. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განისაზღვროს:
    ა) პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული, არაუმეტეს კვირაში ორჯერ გამოცხადება;
    ბ) უცხოელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა, ან მინიმუმ 1000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტია ან რეგულარული შემოსავლების დამადასტურებელი ცნობა;
    გ) არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობის გირაო.
3. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  65

უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა.
1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ.
2. უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განესაზღვროს:
    ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარულად, კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადება;
    ბ) უცხოელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა, ან სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა, ან რეგულარული შემოსავლის მიღების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა;
    გ) არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა;
    დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარება;
    ე) ვალდებულების დაკისრება, არ შეიცვალოს ის საცხოვრებელი მისამართი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მიუთითა.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  65

3. კონკრეტული საქმის ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, უცხოელის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ორი ალტერნატიული ზომა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს უცხოელს ან სხვა პირს მისი სახელით ან მის სასარგებლოდ.