FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  135

საანგარიშო პერიოდი.
1. პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.
2. რეზიდენტი საწარმოსთვის, ორგანიზაციისა და საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის (პირები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
3. პირისთვის, რომელიც საშემოსავლო/მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის 7-3 ნაწილით ან 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
4. სათამაშო აპარატების სალონის მომწყობისთვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორისთვის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
5. არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების/აქტივის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.