FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სამრეწველო ემისიების შესახებ

article  26

ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევა.
1. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევის შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:
    ა) აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს, სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით;
    ბ) დაუყოვნებლივ მიიღოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებები;
    გ) განახორციელოს დეპარტამენტის მიერ მისთვის განსაზღვრული ის დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებთან შეუსაბამო გარემოებების აღმოსაფხვრელად.
2. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან ქმნის გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების საშიშროებას, დეპარტამენტი (დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი), საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად განხორციელებამდე, აჩერებს შესაბამისი დანადგარის/მოწყობილობის ან მისი შესაბამისი ნაწილის ექსპლუატაციას.
სამრეწველო ემისიების შესახებ

article  26

3. სააგენტო უფლებამოსილია, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გააუქმოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა.
4. ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს  სასამართლოში.