Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 27 საჯარო და კერძო თანამშრომლობის გარანტიები. 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეებსა და კრედიტორს (კრედიტორებს) შორის შეიძლება დაიდოს პირდაპირი ხელშეკრულება. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება ან/და პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორის (კრედიტორების) უფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 3. პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ, ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორის (კრედიტორების) უფლებას, კერძოდ, კრედიტორის (კრედიტორების) მიერ საჯარო პარტნიორის მიერ შემოთავაზებული კერძო პარტნიორის მოწონებას ან არმოწონებას. პირდაპირი ხელშეკრულება ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორის მიერ დროებითი ადმინისტრირების უფლებას ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად. 4. პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს მხარეთა მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ვალდებულებას, კრედიტორისთვის (კრედიტორებისთვის) კომპენსაციის გადახდის (მათ შორის, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში) შესახებ დებულებას და მხარეთა მიერ შეთანხმებულ სხვა პირობებს. |
საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ article 27 5. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია კრედიტორის (კრედიტორების) ან/და კერძო პარტნიორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლების თავისუფლად განხორციელებისთვის ხელის შეშლისკენ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. |