Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 32 1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად. 2. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის განსახილველი პროექტი, რომელიც გავლენას ახდენს რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებული შემოსულობებისა ან/და გადასახდელების პროგნოზზე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახლავს კანონის პროექტი რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონის პროექტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებული რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში. 3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტზე დართული მასალები უნდა შეიცავდეს, რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო შედეგის პროგნოზებს, საშუალოვადიან მაკროეკონომიკური პროგნოზის განახლებულ ვერსიასთან და საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე. |