Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 14 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის წესი. 1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე შეტყობინება კრედიტორს ეგზავნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის (შემდგომ − ელექტრონული სისტემა) გარდა, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზედაც ქვეყნდება. 2. ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შეტყობინებისთვის საკმარისია ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. |