Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
შრომითი მიგრაციის შესახებ article 11 მოთხოვნები შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებისადმი. 1. შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში სავალდებულო წესით მიეთითება: ა) ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დასახელება ან ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრირებისას მისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება; ბ) ხელშემკვრელი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან/და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი; გ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) იურიდიული მისამართი და საბანკო რეკვიზიტები; დ) ხელშემკვრელი პირის რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, მათი არსებობის შემთხვევაში; |
შრომითი მიგრაციის შესახებ article 11 ე) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებების ნუსხა და შინაარსი, რომლებსაც ხელშემკვრელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) ხელშემკვრელ პირს უწევს, და ამ მომსახურებათა გაწევის წესი; ვ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) ვალდებულებები, მათ შორის: ვ.ა) ხელშემკვრელ პირსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფის ან უცხოელი დამსაქმებლის დავალებით შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება; ვ.ბ) ხელშემკვრელი პირისთვის უცხოელ დამსაქმებელთან შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება; ვ.გ) შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები; |
შრომითი მიგრაციის შესახებ article 11 ზ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, აგრეთვე ხელშემკვრელი პირისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებისათვის; თ) ამ კანონით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების დადების წინაპირობები, მათი არსებობის შემთხვევაში; ი) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; კ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები; ლ) ყველა სხვა პირობა, რომლებზედაც ხელშემკვრელი პირი და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) თანხმდებიან. 2. აკრძალულია შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებით პირისათვის რაიმე საფასურის (ჰონორარის) მოთხოვნა. 3. შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობით, ქართულ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე სხვა ენაზე (ენებზე). |