Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 4 1. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე. 2. საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად ითვლება ახალ მისამართზე მისი რეგისტრაციის თარიღი. 3. პატიმრობის ან სასჯელის მოხდის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას შესაბამისი დაწესებულება, სადაც ეს პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს ამ პირის ადგილსამყოფელი, რაზედაც სათანადო აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 4 4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ყოფნის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ხნით შეცვლისას იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც ეს პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს მისი ადგილსამყოფელი, რაზედაც სათანადო აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. 5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო ან საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფ პირს არ აქვს რეგისტრაციის ადგილი, შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია კანონით დადგენილი წესით, ამ პირის რეგისტრაციაში გატარების მიზნით მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება აღნიშნული დაწესებულების მისამართი. ამ შემთხვევაში პირის რეგისტრაციაში გატარებისას პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება სავალდებულო არ არის. |