FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  53

საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები.
1. ამ კანონის ფარგლებში სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობას და დამატებით რეგულირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ამ კანონის ფარგლებში მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.
2. თუ სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება სხვაგვარად შეუძლებელია ან არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს მოითხოვს, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია შეასრულოს საპენსიო სქემის (სქემების) სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება შეასრულოს ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ყველა ფუნქცია ან ამ ფუნქციების მხოლოდ გარკვეული ნაწილი.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტის საფუძველზე დაადგინოს მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შინაარსი.
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

article  53

4. იმ აქტივების მმართველი კომპანიის, რომელიც მართავს საპენსიო სქემის აქტივებს, ლიცენზიის გაუქმების პროცესის დაწყების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი სამსახურს შეატყობინებს ამ პროცესის დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სამსახურთან. ეს თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ სხვა ფორმებს.