Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პოლიციის შესახებ article 41 დროებითი მოთავსების იზოლატორი. 1. სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს დროებითი მოთავსების იზოლატორი (შემდგომ – იზოლატორი), რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან იმავე კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელის განთავსების აღსრულების უზრუნველყოფა და იზოლატორში განთავსებული პირის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. 2. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება: ა) იზოლატორის სამართლებრივი სტატუსი, ამოცანები, ფუნქციები და შინაგანაწესი, იზოლატორის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები; ბ) იზოლატორში პირის მოთავსების წესი, მათ შორის, იზოლატორში მიღებისას პირის დაქტილოსკოპიური მონაცემების აღების, ფოტოსურათის გადაღებისა და მათი დამუშავების წესი; გ) იზოლატორში მოსათავსებელი პირის პირადი დათვალიერებისა და მისი ნივთების შემოწმების წესი; დ) იზოლატორში მოთავსებული პირის პირველადი სამედიცინო შემოწმების წესი; ე) იზოლატორში მოთავსებული პირის უფლებები და მოვალეობები; ვ) იზოლატორში მოთავსებული პირის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის წესი; |
პოლიციის შესახებ article 41 ზ) იზოლატორში სხვა პირთა შესვლის წესი; თ) იზოლატორში უსაფრთხოების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები; ი) იმ ნივთების (საგნების), დოკუმენტებისა და კვების პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა ამანათის სახით მიღების უფლებაც აქვს იზოლატორში მოთავსებულ პირს ან რომელთა იზოლატორში მოთავსებულ პირთან შეტანაც იკრძალება; კ) იზოლატორში პირის მოთავსების აღსრულების წესი და პირობები. 3. იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ პირთა მიმართ ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |