FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  3

ტერმინთა განმარტება.
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) საჯარო შესყიდვა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით საქონლის, სამშენებლო სამუშაოს (შემდგომ – სამუშაო) ან მომსახურების შესყიდვა, მიუხედავად ამ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვის მიზნისა;
    ბ) საჯარო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომ – ელექტრონული სისტემა) – საჯარო შესყიდვების განხორციელებისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვისთვის განკუთვნილი ერთადერთი ოფიციალური პორტალი – https://eprocurement.gov.ge;
    გ) შემსყიდველი ორგანიზაცია – ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საჯარო შესყიდვის განმახორციელებელი პირი/ორგანო (გარდა პოლიტიკური პარტიისა, პროფესიული კავშირისა, რელიგიური ორგანიზაციისა): გ.ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანო; გ.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ამ პუნქტის „გ.გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს არ აკმაყოფილებს); გ.გ) პირი (გარდა საწარმოსი) ან ორგანო, რომელიც: გ.გ.ა) შემსყიდველმა ორგანიზაციამ საჯარო მიზნის მისაღწევად შექმნა (დააფუძნა) და რომელსაც სამეწარმეო (კომერციული) ხასიათი არ აქვს; გ.გ.ბ) აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  3

გ.გ.ბ.ა) დაფინანსების ნახევარზე მეტს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან სხვა შემსყიდველი ორგანიზაციისგან; გ.გ.ბ.ბ) ექვემდებარება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლს; გ.გ.ბ.გ) ჰყავს მმართველი ორგანო ან სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრთა ნახევარზე მეტს შემსყიდველი ორგანიზაცია ნიშნავს; გ.დ) საწარმო, რომელზედაც შემსყიდველი ორგანიზაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: გ.დ.ა) შემსყიდველი ორგანიზაცია ამ საწარმოში კაპიტალის ნახევარზე მეტს ფლობს; გ.დ.ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია ამ საწარმოში ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს ფლობს; გ.დ.გ) შემსყიდველი ორგანიზაცია ამ საწარმოში თანამდებობაზე ნიშნავს მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს;
    დ) ეკონომიკური ოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ბაზარზე საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შეთავაზებას ახდენს. ამასთანავე, ეკონომიკური ოპერატორი საჯარო შესყიდვის შესაბამისი ეტაპის მიხედვით შეიძლება იყოს:
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  3

დ.ა) კანდიდატი – ეკონომიკური ოპერატორი, რომელმაც განაცხადით მოითხოვა შეზღუდულ პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურაში, ინოვაციურ პარტნიორობაში ან კონკურსში მონაწილეობა ან რომელიც მასში მონაწილეობის მისაღებად იქნა მიწვეული; დ.ბ) პრეტენდენტი – ეკონომიკური ოპერატორი, რომელმაც საჯარო შესყიდვის პროცესში წინადადება წარადგინა; დ.გ) მიმწოდებელი – ეკონომიკური ოპერატორი, რომელთანაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დადო;
    ე) ქვეკონტრაქტორი – ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი (მიმწოდებელი) ამ კანონით დადგენილი წესით შესასრულებლად გადასცემს საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ნაწილს;
    ვ) სხვა ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც ეკონომიკური ოპერატორი ეყრდნობა – ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად;
    ზ) საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომ – შესყიდვის ხელშეკრულება) – ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასა და ეკონომიკურ ოპერატორს შორის წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება. შეიძლება დაიდოს შესყიდვის ხელშეკრულება:
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  3

ზ.ა) საქონლის მიწოდების შესახებ, თუ საჯარო შესყიდვის ობიექტია საქონელი, რომელიც 03000000-დან 45000000-მდე CPV-ის კოდებში ექცევა. საქონლის მიწოდების შესახებ შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს აგრეთვე მის მონტაჟს ან/და განლაგებას ან/და საქონლის მიწოდების თანამდევ მომსახურებას, თუ ამ მონტაჟის/განლაგების/მომსახურების ღირებულება საქონლის ღირებულებას არ აღემატება; ზ.ბ) სამუშაოს შესრულების შესახებ, თუ საჯარო შესყიდვის ობიექტია სამუშაო, რომელიც 45000000-დან 48000000-მდე CPV-ის კოდებში ექცევა. სამუშაოს შესრულების შესახებ შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს როგორც მხოლოდ სამუშაოს შესრულებას, ისე ერთდროულად დაპროექტებასა და სამუშაოს შესრულებას; ზ.გ) მომსახურების გაწევის შესახებ, თუ საჯარო შესყიდვის ობიექტია მომსახურება, რომელიც 48000000-დან 98910000-ის ჩათვლით CPV-ის კოდებში ექცევა;
    თ) CPV – ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონი (Common Procurement Vocabulary), რომელიც საჯარო შესყიდვების განსახორციელებლად გამოსაყენებელ ერთიან ნომენკლატურას ადგენს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიულ აქტში აისახება;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  3

ი) CPV-ის კოდი – CPV-ით გათვალისწინებული კოდი, რომელიც სხვადასხვა იერარქიული დონისგან შედგება, საქონელს, სამუშაოს ან მომსახურებას აღწერს და საჯარო შესყიდვის ობიექტს განსაზღვრავს;
    კ) საჯარო შესყიდვის ობიექტი (შემდგომ – შესყიდვის ობიექტი) – საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოყენებით შესასყიდი საქონელი, სამუშაო, მომსახურება;
    ლ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – შესყიდვის ობიექტები, რომლებიც მოქცეულია CPV-ის კოდის 1 დანაყოფში (პირველი 3 ციფრის ქვეშ);
    მ) საჯარო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით ან/და მოცულობით შესყიდვა ან სხვა ქმედების განხორციელება, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრებისთვის თავის არიდება გამოიწვია;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  3

ნ) საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება (შემდგომ – შესყიდვის სავარაუდო ღირებულება) – საჯარო შესყიდვის პირობებით დადგენილი, შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთვის გადასახდელი მაქსიმალური თანხა (დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომ – დღგ) გარდა), რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური ოპერატორი შემსყიდველ ორგანიზაციას სთავაზობს წინადადების ფასს ამ კანონის შესაბამისად. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად შესყიდვის ხელშეკრულების მოსალოდნელი ღირებულება მიიჩნევა;
    ო) საჯარო შესყიდვის პირობები (შემდგომ – შესყიდვის პირობები) – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შექმნილი ან განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც აღწერს ან ადგენს საჯარო შესყიდვის პროცედურის ელემენტებს. ასეთი დოკუმენტებია: შესყიდვის შესახებ განცხადება, შესყიდვის დოკუმენტაცია (რომელიც მოიცავს სპეციფიკაციებს, ეკონომიკური ოპერატორების მიმართ მოთხოვნებს, შესყიდვის ხელშეკრულების პირობებს, განაცხადებისა და წინადადებების წარდგენის ფორმატს, სხვა, დამატებით ინფორმაციას), მოწვევა წინადადებების წარსადგენად/დიალოგში ან მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  3

პ) საჯარო შესყიდვების წლიური გეგმა (შემდგომ – წლიური გეგმა) – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული და ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული გეგმა, რომლის მიხედვითაც იგი წლის განმავლობაში ახორციელებს საჯარო შესყიდვებს;
    ჟ) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია – „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამხედრო პროდუქცია და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია;
    რ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას რეალურ საფრთხეს უქმნის და რომელიც წინასწარ გათვალისწინებული ვერ იქნებოდა, ან/და რომლის დადგომაც გამოწვეული არ არის შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს;
    ს) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო შესყიდვების სააგენტო;
    ტ) საბჭო – საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო;
    უ) ევროკავშირის სამართლებრივი აქტი – ამ კანონის მიზნებისთვის – საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივები, რეგულაციები და უფლებამოსილი ორგანოს სხვა გადაწყვეტილებები;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  3

ფ) სასიცოცხლო ციკლი – ყველა თანამიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული ეტაპი, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, განსახორციელებელ კვლევას, წარმოებას, ვაჭრობასა და მის პირობებს, ტრანსპორტირებას, გამოყენებასა და შენარჩუნებას, საქონლის არსებობის,სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის მთელ პერიოდს ნედლეულის შეძენიდან ან ხელთ არსებული რესურსის წარმოშობიდან, ნებართვის მიღების, მომსახურებისა და გამოყენების ჩათვლით;
    ქ) სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი – საქონლის მიწოდებასთან, სამუშაოს შესრულებასთან ან მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში არსებული ხარჯი, რომელიც მოიცავს, მათ შორის, შესყიდვასთან, სარგებლობასთან, ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარებასთან, მოვლასთან, გადამუშავებასთან, აგრეთვე გარემოსთვის ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ხარჯებთან (თუ მიყენებული ზიანის ფულადი ვალდებულების სახით განსაზღვრა შესაძლებელია) დაკავშირებულ დანახარჯებს.
2. თუ ამ კანონში ან მის საფუძველზე მიღებულ/გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში პირდაპირ არ არის მითითებული სიტყვები „სამუშაო დღე“, „დღე“ გულისხმობს კალენდარულ დღეს.