Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 38 1. საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას ან საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების შეტანისა – საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. 2. კონსტიტუციური წარდგინება შეიტანება იმ საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ, რომელიც ექვემდებარება რატიფიცირებას. კონსტიტუციური წარდგინების შეტანა შეიძლება საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებამდე. 21. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შეიძლება: ა) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა დენონსირებაზე ან გაუქმებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ უარის თქმიდან 30 დღის ვადაში; ბ) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა დენონსირების ან გაუქმების საკითხის საქართველოს პარლამენტის წინაშე დასმიდან არაუადრეს 31-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, თუ საქართველოს პარლამენტმა 30 დღეში არ გადაწყვიტა საკითხი; |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 38 გ) თუ საერთაშორისო ხელშეკრულება არ ექვემდებარება რატიფიცირებას. 3. ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანა, რომელიც რატიფიცირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე, შეიძლება მისი რატიფიცირების შემდეგაც. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს პარლამენტში ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების დენონსირების საკითხის განხილვა აჩერებს ამ ვადას. 6. ამ მუხლის 2 -1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საერთაშორისო ხელშეკრულების დამდები ორგანო/თანამდებობის პირი ან მისი უფლებამონაცვლე. |