Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 42 ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისია. 1. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, უნდა დამთავრდეს შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტის (გარდა რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა) დეკომისიით, რასაც უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელისა ლიცენზიო პირობების თანახმად. 2. ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიის მოთხოვნები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესით“. 3. დეკომისიის პროცესში ბირთვული და რადიაციული ობიექტი ექვემდებარება მარეგულირებელ კონტროლს მანამ, სანამ ლიცენზიის მფლობელი მარეგულირებელ ორგანოს არ წარუდგენს დეკომისიის გეგმით განსაზღვრული საბოლოო მდგომარეობის მიღწევის და ნებისმიერი დამატებითი სამართლებრივი მოთხოვნის შესრულების მტკიცებულებებს. |