Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნოტარიატის შესახებ article 10 ზედამხედველობა ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე. 1. ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) აკონტროლებს ნოტარიუსის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს; ბ) ნოტარიუსისაგან მოითხოვს ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და მასალებს; გ) ახდენს ზედამხედველობის უფლებამოსილების დელეგირებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე. 2. ნოტარიუსს შეუძლია იუსტიციის მინისტრის ან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებები, რომლებიც ზედამხედველობის მასალებს ემყარება, გაასაჩივროს სასამართლოში. 3. იუსტიციის სამინისტრო „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ახორციელებს ნოტარიუსებზე ზედამხედველობას აღნიშნული კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. |