FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  2184

უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის  შესახებ.
1. ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების მიღებისათვის (ბრძანების გამოცემისათვის) საკმარის საფუძველს და სათანადო დასაბუთებას. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობაში მიეთითება იმ ეკონომიკური აგენტის თაობაზე ზუსტი მონაცემები, რომლის იძულებით დაყოფასაც ითხოვს უფლებამოსილი ორგანო.
2. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობას უნდა დაერთოს:
    ა) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
    ბ) ინფორმაცია ეკონომიკური აგენტის დაყოფის (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების) შესაძლებლობის შესახებ;
    გ) საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია.
3. სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის იძულებით დაყოფის საკითხის განხილვაზე ვრცელდება ამ კოდექსის 21-82 მუხლებით დადგენილი წესები.