Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 891 საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები. 1. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება , რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს : ა ) ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას ; ბ ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს ; გ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს ; დ) მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს; ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს. 2. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით . 3. ამ თავით გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით . |