FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  26

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
1. პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა ეფუძნება ბიოფსიქოსოციალურ მოდელს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალურ მოდელს და მუდმივად ხელს უწყობს მის დანერგვას. ბიოფსიქოსოციალური მოდელის ფარგლებში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი განისაზღვრება სტატუსის მაძიებელი პირის ფუნქციური უნარებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებათა საფუძველზე.
2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამები, აგრეთვე აღნიშნული პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სერვისები, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს:
    ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისთვის ჯანდაცვის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    ბ) ჯანდაცვის, აბილიტაციისა/რეაბილიტაციისა და სოციალური სერვისების მრავალფეროვნებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  26

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებულ, სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის ხელშემწყობ სოციალურ სერვისებს.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
    ა) ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების, ქალებისა და ბავშვებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში სერვისების მიწოდებას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
    ბ) შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების/დახმარების მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალის პროფესიულ სტანდარტებს;
    გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სათემო სერვისების განვითარებას;
    დ) შრომის ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის პროგრამებს და უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა: დ.ა) პროფესიულ კონსულტირებას, შესაბამისი პროფილის განსაზღვრასა და კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ მომსახურებას;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  26

დ.ბ) პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას; დ.გ) სამუშაო ადგილის მოძიებას ან/და სამუშაო ადგილის შენარჩუნებას დამოუკიდებლად ან მხარდაჭერით; დ.დ) კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ღია შრომის ბაზარზე მათ ინტეგრაციას.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამების შემუშავება უნდა განხორციელდეს მათი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, დასაქმების სამსახურების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას.
7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ დასაქმების სფეროში ისეთი პოლიტიკისა და პროგრამების შექმნას, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმებისა და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისაკენ.