FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

article  47

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან – „საქპატენტთან“ ერთად ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში მოამზადოს და დაამტკიცოს:
    ა) ცხოველის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის შედავების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი;
    ბ) მცენარის ახალი ჯიშის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის შედავების განხილვის წესი, განაცხადის განხილვის, პროცედურული ვადების გაგრძელების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი და იძულებითი ლიცენზიის გაცემის წესი.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე მცენარის ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

article  47

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მუდმივმოქმედი საექსპერტო საბჭოს ჩამოყალიბება და მისი დებულების დამტკიცება.
5. 2011 წლის 1 მარტამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“.
6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით 2022 წლის 31 დეკემბრამდე დადგენილებით დაამტკიცოს:
    ა) ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი;
    ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების საფასურის ოდენობა.