Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 182 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა. 1. პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს. 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. 5. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევისას 3 კანდიდატი მონაწილეობდა და რომელიმე მათგანმა ვერ მიიღო არჩევისთვის საჭირო რაოდენობის ხმები, პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია კენჭისყრის ჩატარებიდან 10 დღის შემდეგ პარლამენტს იგივე კანდიდატურა წარუდგინოს. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევისას 3-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და კანდიდატთა საჭირო რაოდენობა ვერ აირჩა, იმართება ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭი ეყრება იმ 3 კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს. |