Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ article 61 ავტოსადგური. 1. საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ავტოსადგურებს შორის უნდა განხორციელდეს. 2. მგზავრებისა და გადამზიდველების მომსახურების მიხედვით ავტოსადგურები იყოფა პირველი კლასის, მე-2 კლასისა და მე-3 კლასის ავტოსადგურებად. ამასთანავე: ა) პირველი კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ბ) მე-2 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. მე-2 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა): ბ.ა) პირველი კლასის ავტოსადგური არ ფუნქციონირებს; ბ.ბ) არსებული სხვა, პირველი კლასის ავტოსადგურის სიმძლავრე სათანადო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, რაზედაც მე-2 კლასის ავტოსადგურს აქვს სააგენტოს შესაბამისი დასტური; |
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ article 61 გ) მე-3 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა. მე-3 კლასის ავტოსადგურიდან შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა): გ.ა) პირველი კლასის ავტოსადგური ან/და მე-2 კლასის ავტოსადგური არ ფუნქციონირებს; გ.ბ) არსებული სხვა, პირველი კლასის ავტოსადგურისა და მე-2 კლასის ავტოსადგურის სიმძლავრე სათანადო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, რაზედაც მე-3 კლასის ავტოსადგურს აქვს სააგენტოს შესაბამისი დასტური. 3. სამივე კლასის ავტოსადგური შეიძლება მოემსახუროს ტრანზიტულ რეისს. 4. ავტოსადგურებს შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მოეწყოს ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტები. |
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ article 61 5. სამივე კლასის ავტოსადგურისა და ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტების ფუნქციონირების წესი და პირობები, აგრეთვე მათთვის წაყენებული კონკრეტული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ეს წესი და ყოველი ასეთი პირობა და მოთხოვნა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების უფლების, სხვა ძირითადი უფლების, საზოგადოებრივი წესრიგის, სხვა საჯარო ინტერესის, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვას ან/და შესაბამისი ავტოსადგურის/სამგზავრო გადაყვანის მომსახურების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას და ამ ლეგიტიმური მიზნის (მიზნების) მისაღწევად გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება უნდა იყოს. 6. ავტოსადგურის ადმინისტრაციას უფლება აქვს, გადამზიდველს მომსახურების საფასური დაუწესოს. გადამზიდველების მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველსაყოფად მომსახურების საფასური ავტოსადგურიდან გასული თითოეული რეისისთვის არ უნდა აღემატებოდეს ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხის 20 პროცენტს. აღნიშნული არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველსაყოფად დისკრიმინაციის შესაძლო ფორმებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ article 61 7. იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ სათანადო დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში. |