Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ article 30 გარდამავალი დებულებანი. 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ: ა) მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი; ბ) ამ კანონის მე-14 მუხლის სრულად ამოქმედებისათვის საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი ცვლილებები „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ და „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონებში. 2. ვიდრე საქართველოს მთავრობა არ განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესს, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ვრცელდება იმ მრავალბინიანი სახლის შენობაში განთავსებულ სამეურნეო სათავსებზე, რომლებშიც ამ კანონის მიხედვით იქმნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი არ გავრცელდება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისადმი მიკუთვნება (საზღვრების დადგენა) უკვე განხორციელდა ზემოაღნიშნული წესის მიღებამდე. |