Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 15 ფიზიკური პირის უფლება-მოვალეობები. 1. ფიზიკური პირი ვალდებულია, დაიცვას რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში მოქმედი კანონმდებლობა. 2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს: ა) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავის სამუშაო და საცხოვრებელ სივრცეებში რადიოლოგიური მდგომარეობის, მათ შორის, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) იცხოვროს და იმუშაოს რადიაციულად უსაფრთხო გარემოში; გ) მონაწილეობა მიიღოს ამ კანონით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვასა და მიღებაში; დ) მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლების დასაცავად ამ კანონით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით. |