Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 1 კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო. 1. ამ კანონის მიზანია საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, ამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა და ინვესტორთა ინტერესების დაცვა. 2. ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდზე, აგრეთვე იმ უცხოურ საინვესტიციო ფონდზე, რომლის ერთეულების შეთავაზება ხორციელდება საქართველოში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების მმართველ კომპანიებზე; გ) საქართველოში დაფუძნებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდი საქართველოში; დ) სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასა და აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობენ. 3. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა განახორციელოს საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ ამ კანონის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაციის/რეგისტრაციის/ლიცენზირების გარეშე, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 1 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, უცხო ქვეყნის ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის ან საპენსიო სისტემების ფონდებს მართავენ; ბ) ჰოლდინგურ კომპანიაზე; გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ საპენსიო სქემებზე; დ) საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე; ე) იურიდიულ პირზე/სახელშეკრულებო სქემაზე, რომელიც საქართველოს ან უცხო ქვეყნის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობას ახორციელებს, როგორც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული; ვ) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე (გარდა სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებული მოთხოვნებისა). |