Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 15 ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება. 1. მოვალის ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში), გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას გამოყენებულ საქმიან დოკუმენტში, რომელიც გაცემულია მოვალის ან მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ ან მისი სახელით, მითითებული უნდა იყოს, რომ მოვალე იმყოფება გადახდისუუნარობის შესაბამის რეჟიმში, აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს ინფორმაცია მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ვინაობის შესახებ (მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფორმის სტანდარტულ დოკუმენტზე, რომელში ცვლილების შეტანის უფლებამოსილებაც მოვალეს არ აქვს. |