Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 194 საერთო კრების ჩატარებისა და ხმის მიცემის ფორმები. 1. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია საერთო კრებას მონაწილეები არა მხოლოდ უშუალოდ ესწრებოდნენ, არამედ ამ ფორმასთან ერთად ან მის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებები. 2. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს აქციონერის მიერ ხმის მიცემა საერთო კრებაზე დაუსწრებლად, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით აქციონერმა ხმა შეიძლება მისცეს წერილობით/ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საერთო კრების დაწყებამდე ან საერთო კრების მიმდინარეობისას. 3. ხმის მიცემისას ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა და ელექტრონული კომუნიკაციის სისტემის უსაფრთხოება, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს. |
მეწარმეთა შესახებ article 194 4. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს საერთო კრების ვიდეო- და აუდიოტრანსლირება, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნეს ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია, რაც აქციონერებს საშუალებას მისცემს, საერთო კრებას დისტანციურად მიმართონ. |