Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 9 საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი. 1. საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში სტატუსის მქონე მეზღვაური ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე უნდა სარგებლობდეს კარიერული ზრდის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების შესაძლებლობით. 2. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებას ახორციელებს სააგენტო. 3. თუ სააგენტო, კომპეტენტური ორგანო, სხვა სამინისტრო ან საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს შექმნას ან მართოს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ამ პირმა საქმიანობის განხორციელებისას უნდა უზრუნველყოს მეზღვაურთა უფლებების დაცვა კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. 4. სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელიც ხელს უწყობს მეზღვაურთა დასაქმებას, ვალდებულია დაიცვას კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნები. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირად მიიჩნევა პირი, რომელსაც გემზე ერთდროულად არანაკლებ 10 მეზღვაური ჰყავს დასაქმებული. 6. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ დაადგინოს, ექცევა თუ არა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ამ კანონით განსაზღვრული ტერმინის „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი“ განმარტებაში. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 9 7. საქართველოში მოქმედმა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა მეზღვაურთა დასაქმების სფეროში საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატის საფუძველზე. 8. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა გემზე დასაქმებისთვის პირს ირიბად ან პირდაპირ არ უნდა მოსთხოვოს საფასურის გადახდა და არ უნდა მიიღოს ისეთი ზომა ან არ უნდა ჩაატაროს ისეთი პროცედურა, რომელიც რაიმე შეფერხებას გამოიწვევს ან ამ პირის გემზე დასაქმებას ხელს შეუშლის. 9. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატის გაცემის, ამ სერტიფიკატის გაცემის პირობების მონიტორინგისა და ზედამხედველობის, აღნიშნული სერტიფიკატის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, ყოველწლიური სავალდებულო მონიტორინგის განხორციელების პირობით. 10. სააგენტო საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატს გასცემს ამ პირის საქმიანობის კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 9 11. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ: ა) გემზე დასაქმებისთვის მეზღვაურს ირიბად ან პირდაპირ არ მოსთხოვოს საფასურის (სავიზო მოსაკრებლების ჩათვლით) გადახდა, გარდა იმ ხარჯის ანაზღაურებისა, რომლის გაწევაც მეზღვაურს სამედიცინო მოწმობის, მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის, მოქალაქის პასპორტის ან სხვა პირადი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად მოეთხოვება; ბ) ჰქონდეს ზუსტად განსაზღვრული პროცედურა, რომელიც აღკვეთს მეზღვაურის შრომითი ექსპლუატაციის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გემთმფლობელსა და მეზღვაურს შორის დადებული ავანსის გაცემის შესახებ გარიგებიდან ან სხვა ფინანსური გარიგებიდან, რომელსაც ახორციელებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი; გ) ზუსტად განსაზღვრული და საჯაროდ გამოქვეყნებული ჰქონდეს ყველა ხარჯი, რომლებიც შეიძლება მეზღვაურმა დასაქმების პროცესში გასწიოს; დ) აწარმოოს და მუდმივად განაახლოს მის მიერ შერჩეულ მეზღვაურთა რეესტრი. ეს რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას; ე) მეზღვაური მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერამდე გაეცნოს საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს და მიიღოს ამ ხელშეკრულების ასლი; |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 9 ვ) დასაქმებასთან დაკავშირებით მეზღვაური ინფორმირებული იყოს მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებებისა და კონკრეტული გემთმფლობელის პოლიტიკის შესახებ; ზ) მეზღვაური კვალიფიციური იყოს და ფლობდეს კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ყველა დოკუმენტს, ხოლო მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულება შეესაბამებოდეს ამ კანონსა და კოლექტიურ ხელშეკრულებას (ასეთი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში), რომელიც, თავის მხრივ, შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია; თ) გემთმფლობელს ჰქონდეს უცხო ქვეყნის ნავსადგურში განსაცდელში მყოფი მეზღვაურის დაცვის შესაძლებლობა; ი) შეისწავლოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი, რეაგირება მოახდინოს მასზე და აცნობოს სააგენტოს დაუკმაყოფილებელი საჩივრის თაობაზე; კ) გემთმფლობელს ჰქონდეს მეზღვაურის უცხო ქვეყნის ნავსადგურში საარსებო საშუალებების გარეშე დარჩენის საფრთხისგან დაცვის შესაძლებლობა. 12. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისას სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს MLC კოდექსის B1.4 წესით. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 9 13. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს დანერგილი უნდა ჰქონდეს მეზღვაურთა დაზღვევის ან სხვა ეკვივალენტური საშუალებით დაცვის სისტემა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან გემთმფლობელის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მეზღვაურისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. 14. აღიარებულ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს პერსონალური დაცვის მიზნით უნდა ჰქონდეს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფსამ პირთან არსებული, მეზღვაურის დასაქმებასთან დაკავშირებული დოკუმენტების არაუფლებამოსილი პირების ხელმისაწვდომობისგან დაცვას და რომელიც მოიცავს: ა) მონაცემებს მეზღვაურის კომპეტენციის/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ; ბ) მონაცემებს მეზღვაურის სამუშაო სტაჟის შესახებ; გ) მეზღვაურის პერსონალურ მონაცემებს; დ) მონაცემებს მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 15. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიაწოდოს მას ამ პირის მიერ წლის განმავლობაში დასაქმებული მეზღვაურების საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მათი რანგების მიხედვით, აგრეთვე მეზღვაურთა დასაქმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემი. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 9 16. აღიარებულ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს არ უნდა ჰქონდეს ისეთი სია ან მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის მეზღვაურის მიერ თავისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს მიღებას. 17. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა დანერგოს ხარისხის მართვის სისტემა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი მომსახურების ამ კანონით დადგენილ სტანდარტებთან უპირობო შესაბამისობას. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა ხარისხის მართვის სისტემის აუდიტის შედეგები ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. 18. თუ მეზღვაურს, გემთმფლობელს ან სხვა დაინტერესებულ პირს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის საქმიანობის მიმართ პრეტენზია აქვს და სააგენტოს მიმართავს წერილობითი საჩივრით, რომლის მიხედვით ცალსახად არის შესაძლებელი მომჩივნისა და საჩივრის შინაარსის იდენტიფიცირება, სააგენტომ ამ საჩივარზე მოკვლევა უნდა განახორციელოს და, თუ ამას გარემოებები მოითხოვს, მოკვლევაში სოციალური პარტნიორები უნდა ჩართოს. 19. თუ სააგენტოს მიერ საჩივარზე მოკვლევის განხორციელების შედეგად იგი დასაბუთებული აღმოჩნდება, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ საჩივრით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა. |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 9 20. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა მისი მომსახურებით მოსარგებლე მეზღვაურს უნდა გააცნოს სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მის იმ გემზე დასაქმებას, რომელიც ნაოსნობას ახორციელებს იმ სახელმწიფოს დროშით, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია. 21. საქართველოში რეგისტრირებულმა გემთმფლობელმა კომპანიამ, რომელიც სარგებლობს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მომსახურებით იმ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია, სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამ მომსახურების რეგულირების წესების შესახებ და იმის თაობაზე, თუ როგორ აფასებს იგი აღნიშნული წესების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას. 22. არ შეიძლება საქართველოში რეგისტრირებულმა გემთმფლობელმა მეზღვაურის დასაქმებისთვის ისარგებლოს იმ სამსახურის მომსახურებით, რომელიც საქმიანობას ახორციელებს იმ სახელმწიფოში, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია, თუ ის არ დარწმუნდება, რომ ეს მომსახურება კონვენციის A1.4 სტანდარტის შესაბამისად არის გაწეული. |