FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

article  5

ქონებრივი ურთიერთობები, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. 1.  ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დასაშვებია ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების ან/და ვალდებულებების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
    ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე;
    ბ) სასარგებლო წიაღისეულითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
    გ) საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, ტყითსარგებლობის ვადით.