Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 20 გადაცემის სამართლებრივი საფუძველი. 1. პირი საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა, თუ თხოვნიდან და თანდართული მასალებიდან გამომდინარეობს, რომ ჩადენილი ქმედება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია. 2. თუ საერთაშორისო სასამართლო სტატუტის მე-17–მე-19 მუხლების შესაბამისად იხილავს საჩივარს განსჯადობის თაობაზე, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, თხოვნის შესრულება იმ ვადით გადადოს საერთაშორისო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. 3. საქართველოს მოქალაქის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საერთაშორისო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ამ პირის საქართველოში დაბრუნების თაობაზე. |