FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  29

ალტერნატიული ზრუნვის არსი.
1. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დროებით ან სამუდამოდ მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვის, აგრეთვე იმ ბავშვის განსაკუთრებული დაცვა და მხარდაჭერა, რომლის ოჯახში დარჩენა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
2. თუ ალტერნატიული ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსება აუცილებელია და ალტერნატიული ზრუნვის ფორმა სრულად შეესაბამება ბავშვის უფლებათა დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს, უფლებამოსილი ორგანო იღებს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური ჯგუფის შეფასებისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ბავშვის მონაწილეობით და ბავშვის ინტერესებისთვის მორგებული პროცედურების დაცვით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მულტიდისციპლინური ჯგუფი ამტკიცებს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას, რომლის მიზანია ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, მისი ჰარმონიული განვითარება, სოციალური ინკლუზია და მისი ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების ეფექტიანი რეალიზება.
4. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს და მონიტორინგს უწევს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსების საქმეს.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  29

5. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსება უკიდურესი ზომაა. მისი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ბავშვის ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა, ხოლო დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში − ბავშვზე უწყვეტი ზრუნვის უზრუნველყოფა, კერძოდ, მისი შვილად აყვანა. თუ ბავშვის შვილად აყვანა არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი მინდობით აღზრდის მიზნით განთავსება. ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესებსა და პირობებს ადგენს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი. # # 6. ბავშვის მინდობით აღზრდის მიზნით განთავსების ან შვილად აყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში უკიდურესი აუცილებლობის სახით გამოიყენება მცირე ოჯახური ტიპის რეზიდენტული ზრუნვა იმ პირობით, რომ რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს, ხოლო რეზიდენტული ზრუნვა აუცილებელია და ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და მისი საუკეთესო ინტერესების რეალიზებას. რეზიდენტული ზრუნვის წესსა და პირობებს ადგენს ეს კოდექსი და „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონი.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  29

7. ალტერნატიული ზრუნვის ნებისმიერი ფორმის მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სტანდარტებს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციით, მისი დამატებითი ოქმებითა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტებს და ამ კოდექსის მოთხოვნებს.
8. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებული ყველა ბავშვი, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ერთიან სახელმწიფო სისტემებში. მას ისევე უნდა მიუწვდებოდეს ხელი მართლმსაჯულებაზე, როგორც სხვა ბავშვებს.
9. სახელმწიფო ზრუნავს ალტერნატიული ზრუნვიდან გასულ პირზე, რომელსაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში მხარდაჭერა ესაჭიროება.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს სპეციალურ პროგრამებს.