Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 95 ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მიერ იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება. 1. საბაჟო ორგანომ იმ ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს, რომელსაც აქვს ავტორიზაცია საბაჟო გამარტივებისთვის, მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებული გარკვეული საბაჟო ფორმალობებისა და საბაჟო კონტროლის ცალკეული ღონისძიებების საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელების უფლება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობებისა და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების უფლების მიცემის პირობები, განსახორციელებელი საბაჟო პროცედურა ან/და საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |