Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 84 მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის მიერ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა და საზედამხედველო ზომები. 1. საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შეუძლია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მისი მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრის შესახებ განახლებული ან დამაზუსტებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე არ წარადგენს ინფორმაციას/დოკუმენტაციას ან, ეროვნული ბანკის შეფასებით, მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე ვეღარ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამის პირს: ა) გარკვეული ვადით, შეუჩეროს ხმის უფლება და მოსთხოვოს მას მის საკუთრებაში არსებული წილის 60-დღიან ვადაში 10 პროცენტამდე შემცირება; ბ) უვადოდ შეუჩეროს ხმის უფლება. 3. შესაბამის პირს უფლება აქვს, კომერციული ბანკის წილის შეძენაზე უარის, ხმის უფლების შეჩერების ან/და მის საკუთრებაში არსებული წილის 10 პროცენტამდე შემცირების მოთხოვნის შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. 4. ხმის უფლების შეჩერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში შესაბამის პირს უფლება აქვს, ისარგებლოს მხოლოდ წილის 10 პროცენტის შესაბამისი ხმის უფლებით. |