FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

article  24

1. პარტია ვალდებულია წესდებაში ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს ამის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტი (დოკუმენტები).
2. თუ ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით ან პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია პარტიის ყრილობის მიერ სათანადო წესით მიღებული გადაწყვეტილება. ამ მიზნით ჩატარებულ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი. არ არის სავალდებულო ნოტარიუსის დასწრება ყრილობის იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ისეთ საკითხს, რომელზე მიღებული გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებაც გათვალისწინებულია ამ პუნქტით, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ ყრილობის ოქმში.
3. ცვლილების რეგისტრაცია ხდება ამ კანონის 23-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

article  24

4. წესდებაში ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ. მუხლი 24-1 თუ პარტია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს ამ კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში არ წარუდგენს ან მის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ანტიკორუფციული ბიუროსთვის ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილ ყველა ასეთ საფინანსო დეკლარაციაში ასახული ყველა შემოსავალი და ხარჯი ნულის ტოლია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე აუქმებს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციას. მისი რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ამ პარტიის დარჩენილი ქონება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.