Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამრეწველო ემისიების შესახებ article 20 ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა. 1. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა სხვა პირს სრულად გადასცეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადაცემა გულისხმობს როგორც უფლებების, ისე შესაბამისი ვალდებულებების გადაცემას. 2. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადამცემი (საქმიანობის განმახორციელებელი) და მიმღები ვალდებული არიან სააგენტოს მიმართონ ერთობლივი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება გადასაცემი ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის რეკვიზიტები. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადამცემი (საქმიანობის განმახორციელებელი) და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიმღები სუბიექტების ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევებში) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები (ფიზიკური პირის შემთხვევაში); ბ) ხელშეკრულება ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გადაცემის ფაქტს. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 20 3. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის დაჩქარებული წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო გასცემს 10 სამუშაო დღის ვადაში. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის დაჩქარებული წესით გადაცემისათვის ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში ერთობლივ განცხადებას უნდა ერთოდეს დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა 1 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 4. სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემის შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემის შესახებ გამოიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − ბრძანება. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემის შესახებ სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტო გასცემს ახალ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას და მას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 20 5. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიმღები ვალდებულია შესაბამისი საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების ამოქმედების მომენტიდან. |