Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკრედიტაცია – ბირჟის მიერ იურიდიული ან/და ფიზიკური პირისათვის ბირჟის შუამავლის რწმუნების მიცემა; ბ) ბირჟის წევრი (ბირჟის პარტნიორი, აქციონერი) – ბირჟის დამფუძნებელი ან ბირჟის შუამავალი, ან იურიდიული ან ფიზიკური პირი; გ) ბირჟის შუამავალი – „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საბროკერო კომპანია ან დამოუკიდებელი ბროკერი; დ) გარანტია – თავდებობა, სამართლებრივი პრინციპებისა და საშუალებების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს ვალდებულებათა შესრულებას; ე) დამოუკიდებელი ბროკერი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც სავაჭრო შუამავლობას ეწევა სასაქონლო ბირჟაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგებათა დადებით, მოქმედებს კლიენტის დავალებით და კლიენტის ხარჯით, აგრეთვე თავისი სახელით და კლიენტის ხარჯით, კლიენტის სახელით და თავისი ხარჯით; ვ) დილერი – შუამავალი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), რომელიც სასაქონლო ბირჟაზე მოქმედებს თავისი სახელითა და თავისი ხარჯით. ზ) კლირინგი – მოთხოვნისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლაზე დაფუძნებული საშინაო და საერთაშორისო უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და სხვა ოპერაციებისათვის; |
სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ article 2 თ) კონტრაქტი – რეგისტრირებული საბირჟო გარიგება მოლაპარაკებულ მხარეებს – კონტრაგენტებს შორის, რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, მათი შესრულების პირობები, ვადები და პასუხისმგებლობა კონტრაქტის შეუსრულებლობისათვის; ი) კონოსამენტი – გემის მფლობელის მიერ გაცემული ხელწერილი (დოკუმენტი), რომელიც ტვირთის მფლობელს (გამგზავნს) ეძლევა იმის დასადასტურებლად, რომ ტვირთი მიღებულია საზღვაო გზით გადასაზიდად (სხვა საბირჟო საქონელთან და კონტრაქტებთან ერთად კონოსამენტი შესაძლებელია გახდეს ბირჟაზე ვაჭრობის საგანი და იქცეს საქონელგანმანაწილებელ დოკუმენტად); კ) ოფციონი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოფციონი; ლ) რეალური საქონელი – სახეზე (საწყობში) არსებული საქონელი, რომლის მიწოდება ბითუმად ყიდვა-გაყიდვით შესაძლებელია დაუყოვნებლივი მოთხოვნით და აქვს შესაბამისი სასაქონლო თვისებები; მ) საბირჟო საქონელი – ბირჟის მიერ დადგენილი წესით საბირჟო ვაჭრობაზე დაშვებული, ბრუნვაში მყოფი, გარკვეული სახეობისა და ხარისხის სტანდარტული საქონელი, მათ შორის, ამ საქონლის სტანდარტული კონტრაქტი და კონოსამენტი; |
სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ article 2 ნ) საბროკერო კომპანია – სავაჭრო შუამავალი (იურიდიული პირი), სასაქონლო ბირჟაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგებათა დადებისას, რომელიც მოქმედებს კლიენტის დავალებითა და კლიენტის ხარჯით, აგრეთვე თავისი სახელით და კლიენტის ხარჯით, ან კლიენტის სახელით და თავისი ხარჯით; ო) სტანდარტული საქონელი – ბირჟაზე მხოლოდ ერთი სტანდარტის ანუ კონკრეტული ხარისხის, გარკვეული საზომი ერთეულის თუ სხვა განუსაზღვრელი მახასიათებლის მქონე, სტანდარტიზაციას დაქვემდებარებული საქონელი, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიყიდოს ერთი კონტრაქტით სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში წარმოებული საქონელი, თუ ის აკმაყოფილებს სტანდარტულ კონტრაქტში ასახულ პირობებს; პ) სტანდარტული კონტრაქტი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-348-ე მუხლებით განსაზღვრული კონტრაქტის სტანდარტული პირობები; ჟ) ფასების კოტირება – საბირჟო ფასების (კურსის) დადგენა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე საბირჟო ვაჭრობის დროს, დღის განმავლობაში დადებული გარიგებების შედეგად; რ) ფორვარდი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფორვარდი; ს) ფიუჩერსი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფიუჩერსი. |