Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი article 3 გამონაკლისები. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ უცხოური პრინციპალის აგენტებზე: ა) დიპლომატიურ და საკონსულო თანამდებობის პირებზე (მოხელეებზე) − შესაბამისი წესის დაცვით აკრედიტებულ, უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელ, დიპლომატიური ან საკონსულო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, რომლებიც აღიარებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, − მაშინ, როდესაც ეს პირები (მოხელეები) ექსკლუზიურად არიან ჩართული ისეთ საქმიანობაში და ასრულებენ ისეთ ფუნქციებს (უფლება-მოვალეობებს), რომელიც/რომლებიც აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, აღნიშნული საქმიანობა მათ ფუნქციებს (უფლება-მოვალეობებს) შეესაბამება; |
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი article 3 ბ) უცხო ქვეყნის ხელისუფლების თანამდებობის პირზე − თუ ეს ხელისუფლება აღიარებულია საქართველოს მიერ და აღნიშნული თანამდებობის პირი იმავდროულად არ არის საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი ან საქართველოს მოქალაქე, მისი სახელის, სტატუსისა და საქმიანობის ხასიათის შესახებ ინფორმაცია დარეგულირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და იგი ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღიარებულ ექსკლუზიურ საქმიანობას, რომელიც თანამდებობის პირის ფუნქციებს შეესაბამება; |
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი article 3 გ) დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირების (მოხელეების) პერსონალზე − პერსონალის წევრზე ან სხვა ფიზიკურ პირზე, რომელიც დასაქმებულია უცხო ქვეყნის ხელისუფლების სათანადოდ აკრედიტებულ დიპლომატიურ ან საკონსულო სამსახურში და იმავდროულად ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღიარებულ ექსკლუზიურ საქმიანობას, რომელიც თანამდებობის პირის ფუნქციებს მიეკუთვნება, გარდა საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩევლისა, სარეკლამო აგენტისა ან საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლისა, რომლის სახელის, სტატუსისა და საქმიანობის ხასიათის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციაა და რომელიც ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღიარებულ ექსკლუზიურ საქმიანობას, რომელიც თანამდებობის პირის ფუნქციებს შეესაბამება; დ) კერძო და არაპოლიტიკურ საქმიანობასთან, სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით − ნებისმიერ პირზე, რომელიც ჩართულია ან თანხმდება, ჩაერთოს მხოლოდ შემდეგ საქმიანობაში: დ.ა) კერძო და არაპოლიტიკურ საქმიანობაში, უცხოურ პრინციპალთან კეთილსინდისიერი ვაჭრობის განსავითარებლად; დ.ბ) საქმიანობაში, რომელიც უპირატესად არ ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს; |
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი article 3 დ.გ) საქმიანობაში, რომელიც გულისხმობს ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად საქართველოში ფინანსური რესურსებისა და სხვა სახის შემოწირულებების შეგროვებას მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტარული ან ტანსაცმლისა და საკვების შეგროვების მიზნით, თუ ეს საქმიანობა გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და არ ეწინააღმდეგება მათ. ამასთანავე, ის უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ჩამოყალიბებული წესებიდან და პროცედურებიდან; ე) რელიგიურ, სასწავლო ან სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებით − ნებისმიერ პირზე, რომელიც თანხმდება, განახორციელოს ან რომელიც ახორციელებს მხოლოდ ისეთ კეთილსინდისიერ საქმიანობას, როგორიცაა რელიგიური, საქველმოქმედო, აკადემიური, სამეცნიერო ან სახელოვნებო საქმიანობა; ვ) საქართველოს თავდაცვის მიზნებისთვის მნიშვნელოვან უცხო ქვეყნის მთავრობის დაცვასთან დაკავშირებით: ვ.ა) ნებისმიერ პირზე ან მის თანამშრომელზე, რომლის უცხოური პრინციპალი არის იმ უცხო ქვეყნის მთავრობა, რომლის დაცვა, საქართველოს მთავრობის აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისთვის. ასეთი პირი ან მისი თანამშრომელი გათავისუფლებულია რეგისტრაციის ვალდებულებისგან, თუ: |
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი article 3 ვ.ა.ა) იგი ახორციელებს მხოლოდ ისეთ საქმიანობას, რომელიც ემსახურება როგორც აღნიშნული უცხო ქვეყნის მთავრობის, ისე საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, საჯარო ინტერესებს ან ეროვნულ უსაფრთხოებას და მიმართული არ არის საქართველოს მთავრობის საშინაო ან საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ; ვ.ა.ბ) ყველა კომუნიკაცია ან განცხადება, რომელიც ამ პირმა ან მისმა თანამშრომელმა განახორციელა ან გააკეთა, ან რომელსაც იგი მიზნად ისახავს, ან რომლის მიმართაც იგი საფუძვლიანად ვარაუდობს, რომ ის გავრცელდება ან ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის, აღნიშნული საქმიანობის ნაწილია, ამასთანავე, ითვლება, რომ ეს განცხადება სიმართლეა და რომ ის ზუსტია, და მასში მითითებულია, რომ ეს პირი უცხოური პრინციპალის აგენტია; ვ.ა.გ) აღნიშნული უცხო ქვეყნის მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აწვდის ამ პირის ან მისი თანამშრომლის ვინაობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს გადაეცემა და მის მიერ განსაზღვრული ვადით ინახება; |
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი article 3 ვ.ბ) ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია, საჯარო ინტერესისა და ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანხმობით ან მისი მოთხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი; ზ) საადვოკატო საქმიანობის განმახორციელებელ პირზე, რომელიც საქართველოს სასამართლოების ან ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების წინაშე ახორციელებს უცხოური პრინციპალის წარმომადგენლობას, − იმ პირობით, რომ ამ კანონის მიზნებისთვის სამართლებრივი წარმომადგენლობა არ მოიცავს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაზე გავლენის მოხდენის ან მისი პერსონალის ან თანამდებობის პირების დარწმუნებას, გარდა მართლმსაჯულების წარმოებისა, სისხლის სამართლის პროცესის ან სამოქალაქო პროცესის აღსრულებისა, გამოძიების მსვლელობისა და სამართალწარმოების პერიოდისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა მათი სათანადო ფორმით განხორციელება; თ) უცხოური პრინციპალის აგენტზე, რომელიც არის ამ კანონის პირველი მუხლის „ბ.ბ“ ან „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი აგენტი, − თუ იგი ჩართულია ლობისტურ საქმიანობაში და დარეგისტრირებულია ლობისტად „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |