Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სამრეწველო ემისიების შესახებ article 31 ამ კანონის საფუძველზე გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები. 1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს დადგენილებები: ა) „წვის დანადგარების შესახებ“; ბ) „იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს“; გ) „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ“; დ) „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები“ და უზრუნველყოს მათი პერიოდული განახლება. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) „ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის განაცხადისა და ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ“; ბ) „გარემოსდაცვითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“. 3. შესაბამისი დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ სამართლებრივი აქტების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა და სათანადო სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 31 4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ამ კანონით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის, 2026 წლის 1 სექტემბრამდე „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შეიტანოს სათანადო ცვლილებები. |
სამრეწველო ემისიების შესახებ article 31 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა შესაბამისმა უწყებებმა 2026 წლის 1 იანვრიდან განახორციელონ ამ კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნისთვის შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებები. ასევე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს თავისი სტრუქტურული ერთეულის − გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, მათ შორის, დეპარტამენტის თანამშრომლების უკონკურსოდ გადაყვანა მათ მიერ დაკავებული თანამდებობების შესაბამის თანამდებობებზე. |