Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ article 6 რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება. 1. თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ ეს საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც შეტანილია რეესტრში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერება) შესახებ. 2. სამსახურის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქონლის მფლობელს. 3. საქონლის შეჩერებამდე სამსახურს უფლება აქვს, საქონლის იდენტიფიცირების მიზნით განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულების (საქონლის, მათ შორის, მისი შესაფუთი მასალის, ამსახველი ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია. |