FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პენიტენციური კოდექსი

article  82

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება.
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა მისთვის  გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. მიღებულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და მოწინააღმდეგე მხარეს.
2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს განიხილავს კოლეგიურად – 3 მოსამართლის შემადგენლობით, ღია სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას (განჩინებას) გამოიტანს პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.