Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შრომითი მიგრაციის შესახებ article 13 საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის პირობები. საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ პირს უფლება აქვს: ა) კონსულტაციის მისაღებად შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობოს თავისი განზრახვის შესახებ და წარუდგინოს უცხოელ დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ასლი ან/და ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი ასლი, თუ ეს ხელშეკრულება ქართულ ენაზე არ არის დადებული; ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოების მისამართებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. |