Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 24 პატიმრობა გადაცემის მიზნით. 1. პატიმრობა გადაცემის მიზნით გრძელდება გადაცემის მთელი პროცესის მანძილზე. 2. დასაბუთებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეიტანოს შუამდგომლობა პატიმრობიდან დროებით განთავისუფლების მოთხოვნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს. 3. თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით გადასაცემი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაიშვება მისი არც გათავისუფლება და არც საქართველოდან გაყვანა. ასევე აუცილებელია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა ასეთი პირისათვის პატიმრობის პირობების ყოველგვარი შემსუბუქების, მისი ნახვისა და მისი კორესპონდენციის კონტროლისათვის. |